უტყუარი ამბები

🇮🇷🇮🇱ირანი აფრთხილებს ისრაელს, რომ თუ არ შეწყვეტს ღაზას სექტორის დაბომბვას, ამას შორსმიმავალი შედეგები მოჰყვება.

„თუ ისრაელის ომის დანაშაულები და აპარტეიდის მსგავსი გენოციდი დაუყოვნებლივ არ შეჩერდება, სიტუაცია შეიძლება კონტროლიდან გამოვიდეს და შორსმიმავალი შედეგები მოჰყვეს“, - აფრთხილებს თეირანი. და ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა, ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანმა Al Jazeera-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ ებრაული სახელმწიფო არ შეწყვეტს საჰაერო თავდასხმებს, მაშინ "ხვალ ძალიან გვიან იქნება". ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ისრაელში 1400 ადამიანი დაიღუპა, ღაზაში 2300-ზე მეტი.

 

🇦🇿 აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის დროშა აღმართა. ეს იყო ალიევის პირველი ვიზიტი ხანკენდში (სტეფანაკერტი).

2020 წლიდან მოყოლებული ომების შედეგად აზერბაიჯანმა დაიბრუნა კონტროლი ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე, გასულ თვეში კი აზერბაიჯანის არმიამ სრული კონტროლი დაიბრუნა ყარაბაღზე. გავრცელებული ინფორმაციით, ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის უმრავლესობამ რეგიონი დატოვა

 

⚽️ საქართველოს ნაკრებმა კვიპროსი დაამარცხა . მორიგი შეხვედრა

-შოტლანდიასთან.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში შინ კვიპროსი 4:0 დაამარცხა. გამოირჩეოდნენ ოთარ კიტეიშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, ლევან შენგელია და გიორგი მიქაუტაძე



დაუბრუნდით გულწრფელ ამბებს