მეგობრებო! საქართველო ჩემი მეორე სამშობლოა. თბილისში შევხვდი ჩემს სიყვარულს და დაიბადნენ ჩემი შვილები. აქ არის ჩემი სახლიც და ცხოვრებაც!
ჩემი დიდი სურვილია, ჩემი ცოდნისა და ორგანიზატორული უნარების გამოყენებით ჩემი ვალი მოვიხადო საქართველოს წინაშე. მე ხომ, სამართლის დოქტორი ვარ და უკრაინის პარლამენტის ყველაზე აქტიური წევრი.
რაც არ უნდა ილაპარაკონ ჩემმა მტრებმა, არ მსურს გავხდე გამორჩეული ადამიანი საქართველოში. 72 წლის ასაკში, უკვე აბსოლუტურად ყველაფერი მქონდა.
ღმერთმა ასეთი ამის შესაძლებლობა და მოვინახულე მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა, სადაც მოქალაქეები შეძლებულად და თავისუფლად ცხოვრობენ! ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა არის შვეიცარია, რომელიც საქართველოს ასლია ფართობითა და ბუნებრის სიმდიდრით და განსხვავდება მხოლოდ იმით, რომ საქართველოში სამსახური არ არის, საშუალო ხელფასი დაახლოებით 400 დოლარს შეადგენს, შვეიცარიაში კი 10 000 დოლარია და დაწესებული აქვთ უზარმაზარი სოციალური შეღავათები. მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქვეყანაა.
ჩვენ თუ შეგვიძლია ასე ცხოვრება? შეგვიძლია! ამაში ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული! მაგრამ, როგორ? ძალიან მარტივად! აუცილებელია აიძულოთ პარლამენტი მიიღოს ყველა ის კანონი, რაც მიღებულია შვეიცარიაში და რაც მთავარია, კანონი „რეფერენდუმის შესახებ“. შვეიცარია მსოფლიოში ერთადერთი (და, შესაბამისად, უმდიდრესი) ქვეყანაა, სადაც ნებისმიერ კანონს ქვეყნის მთელი მოსახლეობა იღებს.
გსურთ, ასე იყოს?
როგორ ფიქრობთ, უნდა დაინერგოს თუ არა საქართველოში შვეიცარიული კანონპროექტების კენჭისყრის სისტემა - რეფერენდუმი ნებისმიერი მნიშვნელოვანი კანონპროექტის შესახებ?
სწორად მიგაჩნიათ თუ არა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესება საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობისთვის?
სწორად მიგაჩნიათ თუ არა საქართველოში ონლაინ კაზინოების აკრძალვა?
სწორად მიგაჩნიათ თუ არა საქართველოში მიწათმოქმედების მიერ ნაკვეთების მიღების პროცედურის გამარტივება?
სწორად მიგაჩნიათ თუ არა კომერციული თევზაობის აკრძალვა საქართველოს ტერიტორიული წყლების გარკვეულ ნაწილში (შავი ზღვის აკვატორია)?
სწორად მიგაჩნიათ თუ არა საარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა?
სწორად მიგაჩნიათ თუ არა საქართველოში მიკროსაფინანსო სტრუქტურების მუშაობის სახელმწიფო რეგულირების შემოღება (სამომხმარებლო სესხების საპროცენტო განაკვეთების შემცირება)?
სწორად მიგაჩნიათ თუ არა საქართველოში ერთადერთი საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლების აკრძალვა?
სწორად მიგაჩნიათ თუ არა საქართველოში პედოფილების ქიმიური კასტრაციის დაშვება?
თქვენი აზრით, რამდენად სწორია საქართველოში მძიმედ დაავადებული უცხოელებისთვის ევთანაზიის (სიცოცხლის შეწყვეტის) დაშვება?