უტყუარი ამბები (29 იანვარი)

🤰💰საქართველოში სუროგაციის მომსახურების ფასები - სუროგატი დედისთვის გადახდილი თანხა საშუალოდ $20,000-25,000 დოლარია.

 

🇬🇪🇦🇲ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს დღეს ეწვევა

 

😡💰კვიპროსში ბანკებმა დახურეს რუსეთის ფედერაციის კლიენტების ანგარიშების 82%

 

👶🆘შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 2 პირი დააკავეს, მათ შორის ერთი მამა იყო, რომელმაც არასრულწლოვან შვილს თბილისში ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად აიძულა მათხოვრობა.

 

🇺🇦🚀Reuters – უკრაინა წელს ოთხი ახალი ბირთვული რეაქტორის მშენებლობას დაიწყებს

 

🛤️👷კომპანიამ, რომელთანაც წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე ხელშეკრულება მოშალეს, ახალი კონტრაქტი გააფორმა

 

🏡🆘ვალების გამო ბინებიდან ადამიანების გამოსახლების პრობლემა საქართველოში კვლავ აქტუალური გახდა. თბილისის ცენტრში გუშინდელი შეტაკებების შემდეგ ხელისუფლებამ დღეს კიდევ ერთი ოჯახის გამოსახლებისგან თავი შეიკავა.

 

😳🔞გერმანიის ევანგელისტურ ეკლესიაში გამოვლენილი სექსუალური ძალადობის ათასობით შემთხვევა "ეს მხოლოდ აისბერგის მწვერვალია", - ამბობენ კვლევის ავტორები

 

🚑შავკანიანი პაციენტები ნაკლებად იღებენ გადაუდებელ დახმარებას, ვიდრე თეთრკანიანი პაციენტები, ხოლო ქალებს უფრო ნაკლებ ყურადღებას აქცევენ სასწრაფო დახმარების განყოფილებებში, ვიდრე მამაკაცებს.

 

📚სწავლის ყოველი წელი 2%-ით ამცირებს სიკვდილიანობის რისკს.

 

🤒😷ევროპაში წითელას შემთხვევები 30-ჯერ გაიზარდა.

 

🏞️ოკუპირებულ აფხაზეთში ხუთი ახალი მღვიმე და ერთი მიწისქვეშა მდინარე აღმოაჩინეს

 

🇭🇺🚓👮უნგრეთში 11 ადამიანი დააკავეს ხელისუფლების შეიარაღებული გზით ხელში ჩაგდების მომზადების ბრალდებით.

 

🇭🇺აზერბაიჯანი ევროსაბჭოდან გასვლის შესაძლებლობას განიხილავს

 

🥬🍕🧑‍🚀კოსმოსში მოყვანილი საკვები შხამიანი აღმოჩნდა: კაცობრიობა მოულოდნელი პრობლემის წინაშე დგას



დაუბრუნდით გულწრფელ ამბებს