უტყუარი ამბები (6 თებერვალი)
🍇საქართველო ერთ სულ მოსახლეზე ვენახების სიმკვრივით მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა.
🏥 შაბათ-კვირას საქართველოს პარლამენტის შენობის წინ სიმსივნით დაავადებულთა მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
🇬🇪 საქართველოში ჰეიდარ ალიევის დაბადებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით საფოსტო მარკა დაიბეჭდა.
🇦🇲 ერევანმა თბილისს გადაუსწრო ცხოვრების ხარჯების ინდექსით
📺რომელმა კომპანიებმა შეუკვეთეს ყველაზე მეტი სატელევიზიო რეკლამა საქართველოში 2023 წელს?
სარეკლამო სააგენტო BetterFly-ის ინფორმაციით, ყველაზე აქტიური მარკეტინგული კამპანია Coca-Cola-ს ჰქონდა, რასაც მოჰყვა Procter & Gamble-ის სარეცხი საშუალების Ariel-ისა და მისი Head & Shoulders შამპუნის რეკლამა.
მეოთხე ადგილზეა PepsiCo-ს ერთ-ერთი ბრენდის Lays Chips-ის, ხოლო მეხუთეზე ქართული სატელეკომუნიკაციო კომპანია Silknet-ის რეკლამა.
⚽ კვარაცხელიას გოლმა ნაპოლის ვერონასთან გამარჯვება მოუტანა
🌩️საქართველოში 5 თებერვლიდან 8 თებერვლის ჩათვლით ნალექი ძირითადად თოვლის სახით არის მოსალოდნელი, 6 თებერვალს კი ძლიერი ქარი.
🇯🇵იაპონიამ და აშშ-მა სამხედრო წვრთნებში ჩინეთი მტრად პირველად გამოაცხადეს
🇺🇸აშშ-ის სენატმა წარადგინა კანონპროექტი საზღვრის უსაფრთხოების, ისრაელისა და კიევის დახმარების შესახებ.
🇹🇷თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ერდოღანი პუტინთან განიხილავს აკუიუ ატომურ ელექტროსადგურს, ღაზას და მარცვლეულის შეთანხმებას
🇺🇦ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ზალუჟნის შეცვლაზე ფიქრობს
🇮🇪 ჩრდილოეთ ირლანდიის მთავრობამ ბრიტანეთისგან გამოყოფის ნება დართო
🇪🇺ევროპაში მომავალი ორი ათწლეულის განმავლობაში კიბოს 23%-ით მატებაა მოსალოდნელი.
🔵 ფეისბუქის შექმნიდან 20 წელი გავიდა. ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი 19 წლის მარკ ცუკერბერგმა შექმნა.