დღეს, დიდებული დღესასწაულია - შობა
დღეს, დიდებული დღესასწაულია - შობა
ამ დღემ, ყველა მართმადიდებელი ქრისტიანის ცხოვრება ორ ნაწილად გაჰყო - "მანამდე" და "შემდეგ". იესო ქრისტე, რომლის მოწოდებაც იყო მსოფლიოში ყველა ადამიანის გადარჩენა, ხომ სწორედ ამ დღეს დაიბადა.
იოსე ქრისტეს დაბადების შესახებ დეტალური თხრობა, მხოლოდ ლუკას სახარებაში შეგვიძლია ვიხილოთ:
"წავიდა იოსებიც გალილეიდან, ქალაქ ნაზარეთიდან, იუდეაში, დავითის ქალაქში, რომელსაც ჰქვია ბეთლემი, ვინაიდან დავითის სახლისა და გვარისა იყო, რათა ჩაწერილიყო მარიამთან, თავის დანიშნულთან ერთად, რომელიც ფეხმძიმედ იყო. და იქ ყოფნისას მოაწია მისი მშობიარობის ჟამმა. და შობა ძე, თავისი პირმშო, ჩვრებში შეახვია და ბაგაში ჩააწვინა, ვინაიდან ფუნდუკში ადგილი არ იყო მათთვის" (ლუკას სახარება 2:4-7)
და ასე, დღემდე, ჩვენ აღვნიშნავთ ქრისტეს შობას, რომელიც ამ ქვეყანას უბედურების ჟამს მოევლინა, იცხოვრა ღმერთის უსაზღვრო რწმენით და ჩვენი ცოდვებისთვის დათმო სიცოცხლე.
ეს ერთ-ერთი უმთავრესი და ყველაზე სასიხარულო დღესასწაულია ყველა მორწმუნესთვის.
მე კი, გისურვებთ მშვიდობასა და ბედნიერებას თქვენ და თქვენს ოჯახებს.