2008 წლის ბოლოს გადავწყვიტე ამერიკელი პოლიტიკოსების გამოცდილება გამომეყენებინა და მოვაწყე ფასიანი ვახშამი ბიზნესმენებთან. აშშ-ის ყველა პრეზიდენტი იყენებს ასეთ საჯარო შეხვედრებს ბიზნესის წარმომადგენლებთან, რომლებიც ავსებენ ქვეყნის ბიუჯეტს, მაგრამ უკრაინისთვის და კიევისთვის ეს იყო სიახლე.
ასეთი ვახშმების გამართვის იდეა იყო კორუფციასთან ბრძოლის მიზანიც: თუ გსურთ საქმის სწრაფად გაკეთება, შეიტანე ბიუჯეტში იმაზე ნაკლები თანხა, რაც ქრთამის მიცემაში დაგჭირდებოდათ და მშვიდად ამოისუნთქე.
ასევე შესაძლებელი იყო კიევის საქალაქო ადმინისტრაციის სხვა ხელმძღვანელებთან ერთად ვახშამი: 10000 დოლარად მაშინდელ პირველ მოადგილეებთან დენის ბასთან, ანატოლი გოლუბჩენკოსთან ან ირენა კილჩიცკაიასთან, 7000 დოლარად მოადგილე ლუდმილა დენისიუკთან და 5000 დოლარად დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან.
ასე, 25 დეკემბერს ანატოლი გოლუბჩენკომ ივახშმა დედაქალაქის ბიზნესმენებთან რესტორან „ პორტო მალტეზე“-ში. თითოეულმა სტუმარმა შეხვედრისთვის 9,5 ათასი აშშ დოლარი გადაიხადა. ჯამში გოლუბჩენკომ 57 ათასი დოლარი შეაგროვა. ქალაქის ბიუჯეტიდა ვახშმისთვის ერთი გრივნაც არ იყო დახარჯული.
,,რესტორანმა თავისი მომსახურება სრულიად უფასოდ შემოგვთავაზა, რადგან შემოსული თანხები შემდგომ სოციალურ მიმართულებებზე გაიხარჯებოდა“
ასევე ალექსანდრე ლუცკი შეხვდა 10 ბიზნესმენს, რომლებმაც დაახლოებით 70 000 დოლარი შესწირეს ქველმოქმედებას.
თუმცა, 2009 წლის თებერვალში იქნა მიღებულ გადაწყვეტილება ინიციატივის შეჩერების შესახებ.