ჩემი წიგნები
“დანაშაულებრივი ფანტაზიები, ან დანაშაული სასჯელის გარეშე!” (2022)
ჩამოტვირთვების რაოდენობა: 7095
ზოგიერთი - ყველაზე შემოქმედებითი ბუნების მქონე - თითქმის განუხორციელებელ ფანტაზიებში ცხოვრობს. ზოგი, იშვიათად, მიწიერ რამეებზე ოცნებებს. სერიოზულები არიან... არსებობს მესამე ტიპიც, მოსაწყენი ადამიანები... ისინი არსებობენ ასეთი პრინციპით: „რაც მაქვს - მეყოფა, ოცნება დროის ფუჭი კარგვაა“. და თუკი ამ უკანასკნელებს, შეიძლება ბედნიერები ვუწოდოთ, მაშინ პირადად მე, ავტორი, მიწას ტყუილად ვტკეპნი და ვცდილობ, მკითხველს თავს მოვახვიო ეს უჩვეულო ისტორია. არის, თუ არა საინტერესო კონკრეტულად ეს თემა? პასუხია - დიახ! დანამდვილებით, ასი პროცენტით. კაცობრიობის უდიდესი სიბრძნის მქონე ადამიანებს: ფილოსოფოსებს, მწერლებს, მეცნიერებს, ხომ უყვარდათ ბნელი სამყაროს ყველაზე საშიში წარმომადგენლების სულის საიდუმლოებებზე ფიქრი. რომ აღარაფერი ვთქვათ დეტექტიური ჟანრის წარმომადგენლებზე. ამ უკანასკნელთა ნამუშევრები, როგორც წესი, ბესტსელერები, ხომ მარადიული კლასიკაა და ავტორისთვის ფულის უზარმაზარი გროვა, გარდა სახალხო დიდებისა და საუკუნეების მანძილზე ხსოვნის! ასე რომ, აქ სამარცხვინო არაფერია...
ჩემი წიგნები
«მილიარდერის, პოლიტიკოსისა და ქველმოქმედის საოცარი ისტორია» (2017)
ჩამოტვირთვების რაოდენობა: 4479
მრავალი წლის მანძილზე თან მდევდა აზრი, დამეწერა წიგნი ჩემს რთულ და ამავდროულად, მოაზროვნე ადამიანებისთვის შემეცნებით, უამრავი საინტერესო მოვლენით დახუნძლულ ცხოვრებაზე! ამ იდეას არასდროს მივუტოვებივარ, მაგრამ დრო არმქონდა, რათა შევჩერებულიყავი და ყველაფერი „თაროებზე დამეწყო“.<br />და აი, როგორც იქნა, დრო გამომიჩნდა და ბედნიერი ვარ, რომ ოცნება ამისრულდა...