1951
ხასიათი ბავშვობიდან
დავიბადე 1951 წლის 25 ნოემბერს, ხარკოვში: ომის მონაწილე მამისა და იურისტი დედის ოჯახში. ჩემი დაბადების მერე მშობლები მალევე განქორწინდნენ, და ჩემი აღზრდით დაკავებული იყო ეზო, რომელშიც ვიზრდებოდი.... ამან ჩამოაყალიბა ჩემი ხასიათი და ცხოვრებისეული კრედო: იყო ყოველთვის წინ და იცხოვრო მხოლოს საკუთარ ძალებზე დაყრდნობით! ჩემს ცხოვრებუსეულ გზაზე გავიცანი ძალიან ბევრი კეთილი და ბრძენი ადამიანი, რომელთა წყალობითაც მივიღე შესანიშნავი განათლება და ბრწყინვალე კარიერა გავაკეთე საბჭოთა პერიოდში.
პერესტროიკის მერე, მაშინვე მოვახერხე ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბიზნესის აგება უკრაინაში და ასევე გამხდარვიყავი ცნობილი პოლიტიკოსი!დღეს ორიენტირებული ვარ ქველმოქმედებაზე! უბრალოდ " გადარეული" ვარ ამ მგრძნობიარე თემით ჩვენს პრობლემურ დროში. მე მინდა იმ ვალის ნაწილი მაინც გავცე უბრალო ადამიანების წინაშე, რომელთა უმეტესობა ძალიან ცუდად ცხოვრობს და რომელთა წყალობითაც გავხდი ის, ვინც დღეს ვარ...“
1965
საშუალო განათლება
სკოლა ჩემთვის ძალიან რთული განსაცდელი იყო! მთელი არსებით მძულდა საბჭოური სასკოლო განათლების სისტემა, რომელიც დაფუძნებულია ინდივიდუალურობის დამცირებაზე, ენის მიტანისა და ფარისევლობაზე მოსწავლეების მხრიდან! აქტიურად ვაპროტესტებდი ამას, რისთვისაც მერვე კლასში გამრიცხეს სკოლიდან. ამიტომაც, 14 წლის ასაკში მივატოვე სკოლა და სამუშაოდ წავედი ამწყობ-ზეინკალად ხარკოვის საავიაციო ქარხანაში! ქარხანაში თითქმის ერთი წელი ვიმუშავე, შემდეგ ისევ სკოლაში დავბრუნდი, რადგან მაშინ საბჭოთა ხელისუფლება მოითხოვდა საშუალო განათლების მიღებას.
1970
უნივერსიტეტში გავფრთიანდი.
სკოლის დამთავრების თანავე წამიყვანეს ჯარში, „ მილიციის ჯარებში“ ქალაქ დნეპროპეტროვსკში. ეს ყველაზე ცუდი წლებია ჩემს ცხოვრებაში...ფიზიკური და მორალური დამცირების წლები…მაგრამ მე მაინც მოვახერხე, გავმხდარიყავი წარჩინებული მსახური და სამხედრო სამსახურის ისტორიაში ერთადერთი, ვინც გააგზავნეს, ხარკოვის იურიდიულ ინსტიტუტში ჩასაბარებლად!
1972
ვარ ხარკოვის ფ.ე. ძერჟინსკის სახელობის
იურიდიული ინსტიტუტის წარჩინებული სტუდენტი. სწავლის ხუთივე წელიწადში ფაქტიურად „ვშთანთქავდი“ სამართლის ყველა ლექციას და ამა წლის გამოშვების საუკეთესო სტუდენტი გავხდი, რაზეც მიუთითებს უნივერსიტეტის „წითელი დიპლომი"!
1977
ორგანოებში მუშაობა
წარმატებული სწავლისა და ჯარში მსახურობისთვის, გამაგზავნეს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, კიევის რეგიონულ პროკურატურაში, უფროს გამომძიებლად, ანუ მივიღე თანამდებობა, რომელზეც შეიძლება დანიშნონ მხოლოდ ძალიან სანდო და უნარიანი ადამიანი, რადგან კანონი იმ დროს იძახდა, რომ მხოლოდ "პროკურატურის გამოცდილი მუშაკს, რომელიც იმსახურა სამ წელზე მეტ ხანს" შეეძლო დაეკავა მთავარი გამომძიებლის თანამდებობა! ამიტომ, ჩემი დანიშვნისთვის საჭირო გახდა სსრკ კავშირის გენერალური პროკურორის სპეციალური ბრძანება!
1977 წელს დავქორწინდი ჩემს კურსელ - ალინა აივაზოვაზე, რომელთანაც 30 წელზე მეტი ვიყავი ქორწინებაში და რომლისგანაც ორი შვილი და რვა შვილიშვილი მყავს...
პროკურატურაში მუშაობამ შემმატა დიდი გამოცდილება საგამოძიებო საქმიანობაში და 2002 წელს უკრაინის გენერალური პროკურორის ბრძანებით მომენიჭა „უკრაინის პროკურატურის დამსახურებული მუშაკის“ საპატიო წოდება!
1978
ქრისტინა და სტეპანი
ჩემს შვილებს, ქტისტინე და სტეპანს შორის სულ ერთი წელია სხვაობა.
ქალიშვილ ქრისტინასგან ოთხი შვილიშვილი მყავს - (ლეონიდი, ივანი, ალინა და სერგეი), ვაჟიშვილ სტეპანისგან ასევე ოთხი - (ლეონიდი, მიხაილი, სტეპანი და ალისა).
1981
იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი
ჩემი ინიციატივით, რაც მაშინ წარმოუდგენელი და ნაკლებად სავარაუდოა, რომ განმეორდეს უკრაინის პროკურატურაში, პირველად საბჭოთა პროკურატურის ისტორიაში, ჩემი ნებით დავტოვე თანამდებობდა, რადგან ჩავაბარე ქ. ხარკოვის იურიდიული ინსტიტუტის ასპირანტურაზე. ადვილი არ იყო, რა თქმა უნდა, უკვე ორი შვილის მამა ვიყავი. მაგრამ ჩემს ირგვლივ ყოველთვის იყვნენ კეთილი ადამიანები და ისინი ფაქტიურად დაეხმარნენ ჩემს ოჯახს გადარჩენაში ამ რთულ დროს. და მიუხედავად იმისა, რომ ინსტიტუტში წარჩინებული სტუდენტი ვიყავი, დისერტაციის დაცვა საკმაოდ გამიჭიირდა, მაგრამ მყავდა ძალიან "ძლიერი" ხელმძღვანელი - პროფესორი, კრიმინალისტი გრიგორი მატუსოვსკი, რომლის წყალობითაც დათქმულ დროში დავიცავი საკანდიდატო ნაშრომი თემაზე: „ მითვისებების საგამოძიებო მეთოდიკა, თანამდებობის პირების მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჩადენილი“.
1984
კსუ-ს თ.გ. შევჩენკო სახელობის პრორექტორის მოადგილე
1984 წელს დავკავდი სამეცნიერო საქმიანობით და გავხდი კიევის ტ.გ.შევჩენკოს სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორის მოადგილე. ჩემს დაქვემდებარებაში გადმოვიდა უნივერსიტეტის 18 000 სამეცნიერო მუშაკი, რომელთაგან 16 აკადემიკოსი და მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი იყო! კიევის ტ.გ. შევჩენკოს სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის (მესამე უნივერსიტეტი საბჭოთა კავშირში) ისტორიაში მეცნიერების საკითხებში პრორექტორის ყველაზე ახალგაზრდა მოადგილე გავხდი!
1989
სამართლიანობა, პასუხისმგებლობა, აღმასვლა
თითქმის ორმოცი წლის ვიყავი, როცა ორგანიზება გავუწიე და ვუხელმძღვანელე იურიდიულ საკონსულტაციო ცენტრ „პრავექსის“ - თარგმანში: სამართალი, ეკონომიკა და სოციოლოგია - რომელიც თანდათან გადაიზარდა კონცერნ „პრავექსი ჯგუფში“, საიდანაც მოგვიანებით გამოიყო „პრავექს-ბანკი“. მატერიალური მხარდაჭერა და საწყისი კაპიტალი არ მქონდა, მაგრამ გადავწყვიტე შემექმნა „ჩემი“ კომპანია. და ჩემი ბიზნესი წარმატებული აღმოჩნდა!
1992
პრავექს-ბანკი
მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი უკრაინაში, ვინც დეკლარაციაში ასახა მსხვილი, პატიოსნად მიღებული შემოსავალი და მათზე შევქმენი "პრავექს-ბანკი", რომელიც ცნობილია მთელ ქვეყანაში. 1992 წლიდან 1996 წლამდე ვიყავი "პრავექს" კონცერნის პრეზიდენტი, შემდეგ, როგორც ერთადერთი დამფუძნებელი, დავიკავე ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს საპატიო თანამდებობა და "თავით გადავეშვი პოლიტიკაში!"
1996
მე - სახალხო დეპუტატი
და უკვე სამჯერ არჩეული კიევის ერთსა და იმავე 212 საარცევნო ოლქში! მე ყოველთვის ვთლიდი, რომ აუცილებელია შეიქმნას სამართლიანი და წესიერი მთავრობა, რომელიც დაეხმარება ხალხს. მე შემოვიტანე მრავალი კანონი, კერძოდ, კანონები საზოგადოებრივი ზნეობის დაცვის შესახებ და სსრკ-ს სბერბანკის დეპოზიტების ხალხისთვის დაბრუნების შესახებ, ასევე ვიყავი მრავალი სხვა კანონის ავტორი, რომლებიც დაუყოვნებლივ არ მიიღეს, მაგრამ საბოლოოდ უკრაინის ეკონომიკური სტრატეგიის ძირითადი ნაწილი გახდნენ.
1997
უკრაინის დამსახურებული იურისტი
1997 წლის 4 ოქტომბერს მომენიჭა უკრაინის დამსახურებული იურისტის წოდება - „მართლმსაჯულებისა და წესრიგის განმტკიცებაში მნიშვნელოვანი დამსახურებისთვის, მაღალი პროფესიონალიზმისთვის“.
1998
საქველმოქმედო ფონდი "სოციალური პარტნიორობა"
1998 წელს შეიქმნა საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“, რომელიც მოგვიანებით ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საქველმოქმედო ორგანიზაცია გახდა უკრაინაში: ემსახურებოდა ყოველდღიურად 1500 ადამიანს, 25-ზე მეტ უფასო მომსახურებას უწევდა უსახლკარო და დაბალშემოსავლიან ადამიანებს.
2006
უკრაინის დედაქალაქის მერი
ჩემმა საქმიანობამ, ისევე როგორც ქველმოქმედებამ, რომელსაც მრავალი წელია ვაწევი, დიდი პოპულარობა მომიტანა კიეველებში. მივხვდი, რომ ბევრი მათგანი მენდობა და წამოვაყენე ჩემი კანდიდატურა უკრაინის დედაქალაქის მერის პოსტზე. და კიეველებმა მხარი დამიჭირეს. მე გულწრფელად მინდოდა კიევში ცხოვრება გამეუმჯობესებინა და ვფიქრობ, რომ ბევრს მივაღწიე!
2008
ისევ კიევის მერი
ბანკი 750 000 000 დოლარად მივყიდე სიდიდით მეორე ფინანსურ ჯგუფს იტალიიაში, Intesa Sanpaolo-ს. ეს გარიგება ყველაზე ავტორიტეტულმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Forbes-მა შეაფასა, როგორც ყველაზე წარმატებული ფინანსური გარიგება უკრაინაში 2008 წელს.
და იმავე წელს ხელახლა ამირჩიეს კიევის მერად. 2008 წლის 25 მაისს ოფიციალურად გამარჯვებულად მაღიარეს უკრაინის დედაქალაქის მერის რიგგარეშე არჩევნებში, ამომრჩევლების 431 561 ხმით“.
2012
მერის პოსტის დატოვება
პოლიტიკური დევნის გამო, იანუკოვიჩის ხელისუფლების და მისი ბანდის პროტესტის ნიშნად, დავტოვე ჩემი ინიციატივით კიევის მერის პოსტი!
2012
საინვესტიციო პოტენციალი
„ჩემს შვილ, სტეპანთან ერთად, შევქმენით საინვესტიციო კომპანია Chernovetskyi Investment Group. მისი ძირითადი კაპიტალი შეადგენდა 750 მილიონ დოლარს, რაც 2008 წელს "პრავექს ბანკი"-ს გაყიდვით იქნა მიღებული.
კომპანია ფოკუსირებს ინტერნეტსა და IT-ზე, მაღალი ტექნოლოგიებზე და სხვა პერსპექტიულ სფეროებზე.
სტეპანმა აიღო თავის თავზე კომპანიის სრული მენეჯმენტი, ისევე როგორც მისი სხვა და ჩემი ბიზნეს აქტივები, მე თვითონ კი მთელი ყურადღება გადავიტანე საქველმოქმედო საქმიანობაზე უკრაინაში, შემდეგ კი საქართველოში, სადაც გავხსენი სამი ბავშვთა სახლი და ვიზრუნე 600 მწოლიარე, ავადმყოფ და მიტოვებულ ბავშვზე და მოხუცზე.
დღეს
ცხოვრების გზის ნაწილი უკვე გავლილია, მაგრამ კიდევ ბევრია გასავლელი!
66 წლის ასაკში სრულად მოვახდინე საკუთარი თავის რეალიზება - შევქმენი ერთ-ერთი უდიდესი ბანკი უკრაინაში - "პრავექსი", სამჯერ ვიყავი არჩეული უკრაინის სახალხო დეპუტატად და ორჯერ კიევის მერად! მთელი დარჩენილი ცხოვრება მინდა გავატარო საქართველოში, ქვეყანაში, რომელიც მთელი გულით მიყვარს და ქედს ვიხრი მისი ხალხის წინაშე. ჩემთვის ძალიან მტკივნეულია იმის დანახვა, თუ როგორ ცხოვრობს ამ შესანიშნავი ადამიანების უმეტესობა სიღარიბის ზღვარს მიღმა! მე ვიცი, როგორ გავხადო თითოეული ქართველის ცხოვრება უკეთესი, ბედნიერი, კომფორტული, უფრო უსაფრთხო, ამიტომ გადავწყვიტე შევქმნა პარტია "ბედნიერი საქართველოსთვის" და მონაწილეობა მივიღო მომავალ საპარლამენტო არჩევნებში.
ახლა ვცხოვრობ და ჩემს მომავალს მხოლოდ საქართველოსა და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ შრომაში ვხედავ!
ჩემს თავს მთლიანად ვუძღვნი ქველმოქმედებას და პოლიტიკურ საქმიანობას!