2008 წლის 22 დეკემბერს საზეიმო ვითარებაში გავხსენი ეს ძეგლი.
ძეგლი მდებარეობს კრასნოარმეისკაიას # 115-121 ქუჩის სკვერში.. ვიზუალურად ეს არის გრანიტის კვარცხლბეკი, რომელზედაც დგას პირობითი „სიცოცხლის ხე“ ჭრილით შუაში კალმის სახით. მის წინ გრძელ პალტოში გამოწყობილი ახალგაზრდა მამაკაცის ფიგურაა, რომლის სახის ნაკვთები არ ჰგავს გ.ღონღაძის ნაკვთებს. ძეგლის ერთ-ერთი მოქანდაკის, იური კოზერაცკის თქმით, ძეგლის იდეაა - თავდადებული, გულწრფელი ადამიანის ფიგურა შექმნა, რომლის რწმენის შეცვლა შეუძლებელია. მან ასევე აღნიშნა, რომ ჟურნალისტის ფიგურის შექმნისას მოქანდაკეები ღონღაძის პორტრეტით ხელმძღვანელობდნენ, მაგრამ სახიას სრული მსგავსების მიღწევას არ ისახებოდა მიზნად.
7 მ სიმაღლის ხე და 3 მ სიმაღლის ფიგურა ბრინჯაოსგან იყო დამზადებული. ძეგლის საერთო სიმაღლე კვარცხლბეკით არის 8,5 მ.
ამ ძეგლის გახსნის შემდეგ გადავწყვიტე, ინიციატივის შემოტანა და შევთავაზე, რომ კიევის ახალდაქორწინებულები ქორწილის დღეს ამ ძეგლთან მისულიყვნენ და ასევე საქორწილო პროგრამებშიც ჩაერთოთ ეს ვიზიტი.
ყველა ახალდაქორწინებულს, ვინც აქ მოდიოდა ყოველ შაბათს, საჩუქრებს ვჩუქნიდი - კამერები, ასევე ვთავაზობდი ჩემი პირადი Rolls-Royce-თ სარგებლობას.
ვცდილობდი, შაბათობით პირადად ჩამოვსულიყავი და საჩუქრები გადამეცა, ახალდაქორწინებულებთან ერთად გადამეღო სურათები, ერთად ყვავილები მოგვეყარა ძეგლისთვის.
მიხაროდა მშვენიერი წყვილების დანახვა, რომლებიც კიევს ლამაზ შვილებს და შვილიშვილებს აჩუქებდნენ. მათ სიმბოლურ საჩუქრებს ვჩუქნიდი, მაგრამ რაც მთავარია მე მათ ჩემს სულს, გულს და სიყვარულს ვაძლევდი.
ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, გარდა მილოცვისა ბედნიერი წყვილების, მათი ყურადღება მიმექცია გამოჩენილი ჟურნალისტის ხსოვნის შენარჩუნების მნიშვნელობაზე, რომელმაც სიცოცხლე შეწირა, იმისთვის რათა უკრაინელებს მიეღოთ სიტყვის თავისუფლება და თავისუფალი სახელმწიფო. იმედია მე ეს მოვახერხე.