მოხუცთა სახლი "საუკეთესო სახლი"


შექმნისთანავე 300-ზე მეტი ადამიანი მზად იყო "საუკეთესო სახლში" გადასასვლელად, მათ თავად რეკავდნენ ქოლ ცენტრში 15-51 და აფიქსირებდნენ თავიანთ სურვილს მანდ გადასასვლელად.

რეალიზებულია

2008 წლის 25 დეკემბერს კიევის საქალაქო საბჭოს გადაწყვეტილებით იქნა შექმნილი კომუნალური დაწესებულება “ საუკეთესო სახლი“ 

წესდების თანახმად, დაწესებულების დაარსების მიზანია იმ ადამიანების სოციალური დაცვა, რომლებიც რთულ საცხოვრებელ პირობებში აღმოჩნდნენ და საჭიროებენ დახმარებას. დაწესებულებას უნდა ჩაეტარებინა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ქმედებები ასეთი პირების სიცოცხლის ბოლომდე მოვლისთვის, კომუნალურ საცხოვრებელ დაწესებულებებთან თანამშრომლობის ხელშეკრულებების გაფორმება. ამავე წესდების შესაბამისად, დაწესებულებას ჰქონდა უფლება განეკარგა ამ პირების ქონება, ამ პირებთან დადებული იჯარის ხელშეკრულების თანახმად.

მე პირადად წარვადგინე „საუკეთესო სახლის“ პროექტი სასესიო დარბაზში.

მისი შექმნის მთავარ არგუმენტად იყო ის, რომ ხანდაზმული ადამიანები არიან დაუცველები, მარტოხელა მოხუცები, რომლებიც ხშირად ზარალდებიან თაღლითებისგან, რომლებსაც უნდათ მათი ქონების მითვისება, საჭიროებენ ჩვენს დახმარებას. იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ ადამიანს საშუალება ეძლეოდა დაეწყო ნორმალურ, კომფორტულ პირობებში ცხოვრება. ასევე მნიშვნელოვანია ადამიანის დაცვა სიბერეში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი უბედურებისგან - მარტოობისგან. ასეთ დაწესებულებაში ეს გამორიცხული იქნებოდა - იმიტომ რომ, იმავე ასაკის ადამიანებს შეეძლოთ ერთმანეთთან დროის გატარება : სიმღერა, ჭადრაკის თამაში, უბრალოდ საუბარი, სუფთა ჰაერზე ყოფნა, ერთი სიტყვით - სიცოცხლე!

კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი იმას რომ, მოხუცებს შეეძლოთ საკუთარი ნებით მოსულიყვნენ „საუკეთესო სახლში“, ხოლო მათი ბინები კვლავ მათი საკუთრებად რჩებოდა, რადგან, პირველ რიგში, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო კანონის დაცვა. და ის იცავს ნებისმიერი პირის საკუთრების უფლებას მის სიკვდილამდე.

ხელშეკრულების თანახმად, პენსიონერები პენსიის 75% ურიცხავდნენ პანსიონატს, და ამის სანაცვლოდ იღებდნენ მოვლას და კვებით უზრუნველყოფას. მაგრამ დაფინანსების უფრო მნიშვნელოვანი წყარო უნდა ყოფილიყო ბინები, რომელთა გაქირავება იყო დაგეგმილი. 

ახლად შექმნილი დაწესებულება "საუკეთესო სახლი" მდებარეობდა პუშჩა-ვოდიცაში ომისა და შრომის ვეტერანთა პანსიონის ბაზაზე. იყო 2 ორსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, სასადილო ოთახი, კომუნალური კორპუსი, ავტოფარეხი, საოფისე შენობა და რა თქმა უნდა სუფთა ჰაერი. 

ოთახებში იყო ყველაფერი, რაც ცხოვრებისთვის არის განკუთვნილი - საწოლი, ტუმბო, მაგიდა, სკამი. თითოეულ მობინადრეს შეეძლო დამოუკიდებლად გაეფორმებინა თავისი ოთახი - ნახატით, ყვავილებით, ან საყვარელი ადამიანების ფოტოებით.

მისი შექმნისთანავე 300-ზე მეტი ადამიანი მზად იყო „საუკეთესო სახლში“ გადასასვლელად, მათ თავად რეკავდნენ ქოლ-ცენტრში 15-51-ზე და აფიქსირებდნენ თავიანთ სურვილს მანდ გადასასვლელად.

2010 წლის 28 დეკემბერს საკრებულომ მოახდინა კპ „საუკეთესო სახლის“ ლიკვიდაცია. ლიკვიდაციის დროს მანდ კიდევ 13 ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც სხვა მოხუცთა თავშესაფრებში უნდა გადაეყვანათ.

დაუბრუნდით პროექტებს