უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ხალხს განსხვავებული შემოსავალი აქვს: ერთი დღეში მილიონს შოულობს, მეორე კი წელიწადში რამდენიმე ათას გრივნას.
რა იყო ჩემი იდეა? მე მინდოდა, რომ კიევში, სადაც ძალიან მდიდარი ხალხი ცხოვრობს და მათი რაოდენობა 20% მთლიანი მოსახლეობიდან, და სწორედ მოსახლეობის ამ ნაწილს უნდა ეკისრა კომუნალური გადასახადების გადახდის ხარჯები ტარიფების დიფერენცირებით: მდიდრებისთვის ტარიფი მაღალი უნდა ყოფილიყო, ხოლო ღარიბი მოსახლეობისთვის დაბალი.
მდიდარი კიეველებისთვის კომუნალური გადასახადების გადახდა არ არის ისეთი მძიმე, როგორც ჩვეულებრივი დედაქალაქის პენსიონერისთვის. ვინაიდან აშკარაა, რომ კიევის მდიდარი მაცხოვრებლები რესტორნებში ერთ საღამოს იმაზე მეტ ფულს ხარჯავენ, ვიდრე ზოგიერთი ბებია და ბაბუა იღებს თვეში.
სამომავლოდ მინდოდა საერთოდ გამეთავისუფლებინა კომუნალური გადასახადებისგან ის კიეველები, ვისთვისაც ეს ხარჯი უმძიმესი ტვირთია, იმ დროს ესეთი ადამიანები დაახლოებით 650-700 ათასი იყო.
პირველ ეტაპზე იგეგმებოდა ტარიფების დიფერენცირება ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის და წარმატებული კომპანიებისა და საწარმოებისთვის, რომლებსაც ჰქონდათ მაღალი მოგება - ბანკები, კაზინოები, რესტორნები.
ზოგადად, ვიცოდი, რომ ტარიფების აწევა უაღრესად არაპოპულარული გადაწყვეტილება იყო. და რომ არავინ, ისინიც კი, ვისაც სჯეროდა ჩემი მხარს არ დაუჭერდნენ ჩემსს ამ ნაბიჯს. და ყველა ჩემმა იმდროინდელმა კრიტიკოსმა მშვენივრად იცოდა, რომ კიევში კომუნალური გადასახადები უნდა გაზრდილიყო.
ტარიფების აწევის მიზანი იყო უპირველესყოვლისა სურვილი დედაქალაქის კომუნალური სექტორის აღდგენის, რათა თითოეული სახლი თუ ეზო, კიევის ქუჩებში კომფორტულად ყოფილიყო მოწყობილი, ქუჩაზე მდებარე სახლებსა და ეზოებს ჰქონოდათ დედაქალაქის კომფორტი, სადარბაზოები ყოფილიყო გარემონტებული, ნაგავი გატანილი, ლიფტები მწყობრში, ქუჩები ღამით განათებული. მაგრამ იდეა არა იმაში იყო რომ კიეველებისთვის ტარიფები გაგვეძვირებინა, ადამიანებს, რომლებსაც კომუნალური გადასახადების გადახდის შემდეგ ფული ყოფნიდათ მხოლოდ პურ და წყალზე, არამედ მდიდარი ადამიანებისა და წარმატებული კომპანიების ხარჯზე, ამათთვის უნდა ყოფილიყო ტარიფების გაზრდა, ვისთვისაც ეს ბოლო ლუკმის წართმევა არ იქნებოდა.
2008 წლის 30 ოქტომბერს კიევის საკრებულოს სხდომამ მიიღო გადაწყვეტილება საბინაო და კომუნალური მომსახურების ტარიფების გაზრდის შესახებ. ჩემი პირადი ინიციატივით, დეპუტატებმა იყარეს კენჭი, რომ ტარიფები უბრალო ადამიანებისთვის უცვლელი ყოფილიყო და განსაკუთრებით მომგებიანი კომერციული საწარმოებისთვის კი 5-10-ჯერ გაიზრდებოდა, მაგრამ ეს შემდგომში 2008 წლის 20 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა გააუქმა.
ამის შემდეგ მოვაწერე ხელი შესაბამის ბრძანებას, რომელიც არეგულირებდა ტარიფების ზრდას ძირითადად იურიდიული პირებისთვის 1,08–9,5-ჯერ, მაგრამ შემდგომში ის გააუქმა უკრაინის პრეზიდენტმა 2008 წლის 20 ნოემბერს.
2008 წლის 27 ნოემბერს ხელახლა მოეწერა ხელი კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებას იურიდიული პირებისთვის კომუნალური მომსახურების ტარიფების გაზრდის შესახებ, რომელიც 2009 წლის 12 იანვარს კვლავ გაუქმდა პრეზიდენტის ბრძანებით .
2009 წელს კვლავ მომზადდა და ხელმოწერილი იქნა კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებას 16 იანვრიდან ცხრა კატეგორიის კომერციული საწარმოებისთვის კომუნალური გადასახადების 8,55-ჯერ გაზრდის შესახებ, 11 კატეგორიის საწარმოებისთვის ადრე დადგენილი ზრდის ნაცვლად 9,5-ჯერ. 1 დეკემბრიდან.
ეს ბრძანება ითვალისწინებდა ტარიფების გაზრდას კაზინოებისა და სათამაშო დაწესებულებებისთვის; ღამის კლუბებისთვის და სტრიპტიზ ბარებისთვის; პოლიტიკური პარტიების ოფისებისთვის; ბირჟებისთვის, ლომბარდებისთვის და უძრავი ქონების სააგენტოებისთვის; იარაღის, ანტიკვარიატის და საიუველირო მაღაზიებისთვის; მობილური ოპერატორებისთვის; ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისთვის და შემფასებლებისთვის.