2006 წლის 13 მაისს 13 საათზე ჩავატარე პირველი შეხვედრა მოსახლეობასთან მერიის კედლებთან...
თავიდან ჯერ კიევიდან ჩამოდიოდნენ, მერე კი უკრაინის ყველა წერტილიდან დაიწყეს ჩამოსვლა.
სიახლე იმაში მდგომარეობდა, რომ მე კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი იმისი, რომ მიღება პირისპირ ყოფილიყო, რადგან ესეთი სახის შეხვედრა წმინდა „საბჭოთა“ ვერსიაა.
მეორეც, ამ მიღებებზე გაირკვა (სადაც ალბად რამდენიმე ასეული ათასი ადამიანი მივიღე), რომ არაფერი პირადული არ არსებობს. არის დაავადება, არ არის საჭირო მისი დასახელება, მაგრამ ეს არის კომუნიკაციის ყველაზე პირადი ვერსია. მომეცით მონაცემები იმის შესახებ, თუ რით არის ავად შეხვედრის მსურველი. მე კი, როგორც პიროვნება, არ ვთვლი, რომ მძიმე ფორმის ტუბერკულოზი ან ვენერიული დაავადება საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე რამეთი განსხვავდება გულის დაავადებისა ან სხვა ავადმყოფობისგან.
ხალხს ჩემი სჯეროდათ! მაგრამ, რა თქმა უნდა, არის განსხვავება, როდესაც ასეთ მიღებას ატარებს ახალგაზრდა ადამიანი და ჩემი ასაკის ადამიანი (მაშინ 55 წლის ვიყავი).
იდეა იმაშიც მიმდინარეობს, რომ როდესაც ცნობილი და ადამიანების მიერ არჩეული პიროვნება იღებს უამრავ ადამიანს ტელეკამერების წინ, ეს ადამიანები გრძნობენ პასუხისმგებლობას, ნაკლებად საუბრობენ, ესმით, რომ მარტო არ არიან ამქვეყნად თავიანთი პრობლემებით და რომ მათი პრობლემები სხვა ადამიანების პრობლემებთან ხშირ შემთხვევაში ნაკლებად მნიშვნელოვანია და მათში სინდისი გრძნობა იღვიძებს.
იმ დროსთვის წავიკითხე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ცნობილი მერის - ნიუ-იორკის მერის წიგნი. მისი თქმით, მან მთლიანად გააუქმა ინდივიდუალური მიღებები, რადგან ძალიან ბევრი დრო მიაქვს, ნერვები და ისინი არ არიან უსაფრთხო სხვა ადამიანებისთვის, რადგან ემოციების ქვეშ ბევრი ადამიანი გამოსცემს ძალიან ძლიერ ემოციებს, და შეიძლება სხვების საზიანოდ მიიღო გადაწყვეტილება. მე მჯეროდა (და ახლაც მჯერა), რომ ერთსა და იმავე თემაზე შესაძლებელია ბევრ ადამიანთან საუბარი, და ამიტომაც მინდოდა მინდოდა ჩემი მოადგილეებიც ასეთი ტიპის შეხვედრებზე გადაყვანა.
მე ვხედავდი თვალებს, ვხედავდი ადამიანებს, ვაფასებდი მათ მდგომარეობას - მესმოდა ყველაფერი და ვცდილობდი ყველაფერი პირადი კონტროლის ქვეშ ამეყვანა.
და ამავდროულად ყველაფერი უნდა ყოფილიყო „ოფიციალურად“, მილიონი განმცხადებლისგან, თუ ყველას პირისპირ შეხვდებოდი, ჩემი წლებიდან გამომდინარე მხოლოდ 1-2 ათასთან თუ მოვახერხებდი წლის განმავლობაში შეხვედრას, და მე კი ყველას მინდოდა გავსაუბრებოდი!