კანონპროექტი „გადასახადის გადამხდელის მიერ ბიუჯეტის და სახელმწიფო მიზნობრივი ფონდების წინაშე არსებული ვალდებულებების დაფარვის წესის შესახებ“ უკრაინის კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ
კანონპროექტი ადგენს იურიდიული ან ფიზიკური პირების მიერ ბიუჯეტისა და სახელმწიფო მიზნობრივი ფონდების წინაშე არსებული მაკონტროლებელი ორგანოების მიერ გადასახადის გადამხდელისთვის გადასახადების და მოსაკრებლების, დარიცხვების, საურავის და საჯარიმო სანქციების სახით დაკისრებული დავალიანების დაფარვის წესს.
კანონის პროექტი უკრაინის ზოგიერთ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ
კანონპროექტი მიმართულია იმისკენ, რომ „მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და საერთო წვდომის საინფორმაციო სისტემებით ფინანსური დაწესებულების საქმიანობის შესახებ წინასწარი შეცნობით ცრუ ან არასაწრმუნო ინფორმაციის გავრცელებისთვის...“ განისაზღვროს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.
დადგენილების პროექტი სააქციო და საჰოლდინგო კომპანიების საქმიანობაში სახელმწიფოს მონაწილეობის შეწყვეტის შესახებ უკრაინის კანონის პროექტის მომზადებასთან დაკავშირებთ მისაღები ზომების შესახებ
კანონპროექტით შემოთავაზებულია, ორი თვის განმავლობაში შემოწმდეს სახელმწიფო (ეროვნული) სააქციო და საჰოლდინგო კომპანიების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობა და დადგინდეს სახსრების მოცულობა, რომლებიც 2001-2002 წლებში ამ კომპანიებიდან უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტში შევიდა.
კანონის პროექტი უკრაინაში ფიზიკური პირებისთვის სახსრების დაბრუნების დროებითი სპეციალური წესის შემოღების შესახებ
აღნიშნული კანონი განსაზღვრავს უკრაინაში კაპიტალის დაბრუნების დროებით სპეციალურ წესს და სამართლებრივ პირობებს. აღნიშნული კანონის მიზანია — 1991-2003 წლებში უკრაინის მოქალაქეების მიერ შრომით მოპოვებული და უკრაინის საზღვრებს მიღმა არსებული სახსრების უკრაინაში დაბრუნება.
კანონის პროექტი „გაკოტრების შესახებ“ უკრაინის კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ
აღნიშნული კანონი განსაზღვრავს იურიდიული პირების არაგადამხდელუნარიან მევალეებად გამოცხადების, სანქციების გამოყენების, გაკოტრებულად აღიარების, ასევე, კრედიტორების მოთხოვნების დაკმაყოფილების მეთოდით სალიკვიდაციო პროცედურების ჩატარების პირობებს და წესებს.
კანონის პროექტი „საერთო საბაჟო ტარიფის შესახებ“ უკრაინის კანონის მე 19 მუხლში ცვლილებების შეტანის შესახებ
კანონპროექტი მიმართულია შემოღებული იქნას ნორმა, რომლის თანახმად საბანკო ლითონები, ისევე როგორც სხვა სავალუტო ფასეულობები, განთავისუფლდება შემოტანაზე დადგენილი საბაჟო გადასახადისგან. მისი ძირითადი მიზანია — არ დაუშვას უკრაინაში საბანკო ლითონების ბაზრის განადგურება.
კანონის პროექტი „გადასახადის გადამხდელთა მიერ ბიუჯეტისა და სახელმწიფო მიზნობრივი ფონდების მიმართ არსებული დავალიანების დაფარვის წესის შესახებ“ უკრაინის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
შემოთავაზებული კანონის მიზანს წარმოადგენს „გადასახადის გადამხდელთა მიერ ბიუჯეტისა და სახელმწიფო მიზნობრივი ფონდების მიმართ არსებული დავალიანების დაფარვის წესის შესახებ“ უკრაინის კანონში არსებული კოლიზიების, ხარვეზების აღმოფხვრა, კრედიტორების წინაშე სახელმწიფო ბიუჯეტის ეკონომიკურად გაუმართლებელი პრიორიტეტის აღმოფხვრა.
კანონპროექტი „გადასახადის გადამხდელის მიერ ბიუჯეტის და სახელმწიფო მიზნობრივი ფონდების წინაშე არსებული ვალდებულებების დაფარვის წესის შესახებ“ უკრაინის კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ
კანონპროექტი ადგენს იურიდიული ან ფიზიკური პირების მიერ ბიუჯეტისა და სახელმწიფო მიზნობრივი ფონდების წინაშე არსებული მაკონტროლებელი ორგანოების მიერ გადასახადის გადამხდელისთვის გადასახადების და მოსაკრებლების, დარიცხვების, საურავის და საჯარიმო სანქციების სახით დაკისრებული დავალიანების დაფარვის წესს.
კანონის პროექტი „სავალუტო რეგულირების სისტემისა და სავალუტო კონტროლის შესახებ“ უკრაინის მინისტრთა კაბინეტის დეკრეტსა და „ვაჭრობის, საზოგადოებრივი კვებისა და მომსახურების სფეროში ანგარიშსწორების რეგისტრატორების გამოყენების შესახებ“ უკრაინის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
კანონპროექტი სამართლიანად აკონკრეტებს „სავალუტო რეგულირების სისტემისა და სავალუტო კონტროლის შესახებ“ უკრაინის მინისტრთა კაბინეტის დეკრეტისა და „ვაჭრობის, საზოგადოებრივი კვებისა და მომსახურების სფეროში ანგარიშსწორების რეგისტრატორების გამოყენების შესახებ“ უკრაინის კანონის დებულებებს, რომლებიც ეხება საბანკო ლითონების მიმოქცევის საკითხების საკანონმდებლო დარეგულირებას.
1
2