კანონის პროექტი „ფიზიკური პირების შემოსავალზე დაწესებული გადასახადის შესახებ“უკრაინის კანონში დამატების შეტანის შესახებ
კანონპროექტით შემოთავაზებულია შეთანხმებული იქნას დებულებები აღნიშნული კანონის 4.2.12 და 9.2.1-9.2.2 პუნქტების ძალაში შესვლის შესახებ, რომლებიც არეგულირებენ მოქალაქეთა საბანკო დეპოზიტზე (ანაბარი), არასაბანკო საფინანსო დაწესებულებებში შენატანზე და მისთ. დარიცხული პროცენტის სახით მიღებულ შემოსავალზე გადასახადის დაწესების წესს.
კანონის პროექტი „ბანკებისა და საბანკო საქმიანობის შესახებ“ უკრაინის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
კანონპროექტში შემოთავაზებულია შეტანილი იქნას ცვლილება ტერმინთან „არსებითი მონაწილეობა“ დაკავშირებით; გაუქმდეს უკრაინის ეროვნული ბანკის (უებ) ნებართვა არსებითი მონაწილეობის მიღებაზე; ბანკის კლიენტებს არ მიეწოდოს ინფორმაცია პირებზე, რომელთაც ბანკში აქვთ არსებითი მონაწილეობა; შემოღებული იქნას დამატებითი შეზღუდვები ბანკის მიერ კომერციული საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის გაცემაზე.
კანონის პროექტი ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
პროექტით, კერძოდ, იცვლება ზემოქმედების ზომების გამოყენების წესი იმ ბანკების ან სხვა პირთა მიმართ, რომლებიც შესაძლოა წარმოადგენდნენ უკრაინის ეროვნული ბანკის შემოწმების ობიექტს საბანკო კანონმდებლობის დარღვევის ან ისეთი სარისკო ოპერაციების განხორციელების გამო, რომლებიც ემუქრება მეანაბრეების ან ბანკის სხვა კრედიტორების ინტერესებს.
კანონის პროექტი „იპოთეკური დაკრედიტების, კონსოლიდირებულ იპოთეკურ ვალთან დაკავშირებული ოპერაციებისა და იპოთეკური სერტიფიკატების შესახებ“ უკრაინის კანონის მე-3 მუხლში ცვლილებების შეტანის შესახებ
პროექტით შემოთავაზებულია მოიხსნას „იპოთეკური დაკრედიტების, კონსოლიდირებულ იპოთეკურ ვალთან დაკავშირებული ოპერაციებისა და იპოთეკური სერტიფიკატების შესახებ“ უკრაინის კანონის მე-3 მუხლში ცვლილებების შეტანის შესახებ“ უკრაინის კანონის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი შეზრუდვები, რომლთა თანახმად იპოთეკური სესხის მაქსიმალური ოდენობა არ შეიძლება აღემატებოდეს იპოთეკის საგნის შეფასებითი ღირებულების 70 %-ს.
კანონის პროექტი „ბანკებისა და საბანკო საქმიანობის შესახებ“ უკრაინის კანონში დამატებების შეტანის შესახებ
კანონპროექტში შემოთავაზებულია ბანკების შემოწმების განხორციელების ზოგიერთი ასპექტი დარეგულირდეს „ბანკებისა და საბანკო საქმიანობის შესახებ“ უკრაინის კანონის 71-ე მუხლში დამატებების შეტანის გზით. შემოთავაზებულია დაწესდეს ბანკების შემოწმების ზუსტი ვადა, მოთხოვნები, დაკავშირებული ეროვნული ბანკის და სხვა მაკონტროლებელი ორგანოების მიერ ბანკების შემოწმებებს შორის არსებულ შეუსაბამობებთან.
კანონის პროექტი უკრაინის ზოგიერთ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
კანონპროექტი მიმართულია უკრაინის სამოქალაქო კოდექსის 1074-ე მუხლს და უკრაინის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს შორის, ასევე „სააღსრულებო წარმოების შესახებ“, „გადასახადის გადამხდელთა მიერ საბიუჯეტო და სახელმწიფო მიზნობრივი ფონდების მიმართ არსებული დავალიანების დაფარვის წესის შესახებ“ და უკრაინის სხვა კანონებს შორის შეუსაბამობების დარეგულირებისკენ.