კანონის პროექტი „სააღსრულებო წარმოების შესახებ“ უკრაინის კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ
შემოთავაზებული კანონის პროექტის მიზანს წარმოადგენს უკრაინის კანონმდებლობაში კოლიზიების, ხარვეზების აღმოფხვრა, სასამართლო გადაწყვეტილებების მიმართ საზოგადოებაში პატივისცემის დამკვიდრება, კრედიტორების წინაშე თავად კრედიტორების ხარჯზე სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტის აღმოფხვრას და მისთ. პროექტი აღკვეთს სახელმწიფო აღმსრულებლების მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა და უმოქმედობის შესაძლებლობას.
კანონის პროექტი „სასამართლო მოწყობის შესახებ“ უკრაინის კანონში დამატებების შეტანის შესახებ
კანონპროექტი მიმართულია იმისკენ, რომ მოსამართლის დისციპლინარული პასუხისმგებლობის ინიცირების სუბიექტები უზრუნველყოფილი იყვნენ საკვალიფიკაციო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მიღების შესაძლებლობითაც.
კანონის პროექტი „სასამართლო მოწყობის შესახებ“ უკრაინის კანონში დამატებების შეტანის შესახებ
კანონპროექტი მიმართულია იმისკენ, რომ მოსამართლის დისციპლინარული პასუხისმგებლობის ინიცირების სუბიექტები უზრუნველყოფილი იყვნენ საკვალიფიკაციო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მიღების შესაძლებლობითაც.
კანონის პროექტი უკრაინის ზოგიერთ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
კანონპროექტი მიმართულია აღსრულების სახელმწიფო სამსახურის მიერ „სააღსრულებო წარმოების შესახებ“ უკრაინის კანონით განსაზღვრული იძულების წესით საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების საკანონმდებლო გამყარებისკენ შემთხვევებში, როცა გადაწყვეტილების აღსრულება ნებაყოფლობით არ ხდება.
კანონის პროექტი ადმინისტრაციული დარღვევების შესახებ უკრაინის კოდექსში დამატების შეტანის შესახებ
პროექტით შემოთავაზებულია ნორმატიულ-სამართლებრივი აქტების რეგისტრაციასთან დაკავშირებული უკრაინის კანონმდებლობის მოთხოვნათა შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზნით შეტანილ იქნას ცვლილებები ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესხებ უკრაინის კოდექსში.
კანონის პროექტი უკრაინის სამეურნეო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
პროექტით შემოთავაზებულია უკრაინის სამეურნეო საპროცესო კოდექსში შეტანილი იქნას ცვლილებები, რომლებიც სრულყოფენ დადგენილებების ან უკრაინის უმაღლესი სამეურნეო სასამართლოს დადგენილებების საკასაციო წესით გადახედვის წესს, კერძოდ, ითვალისწინებენ მასში დავის მხარეთა წარმომადგენლების მონაწილეობას და სარჩელის უზრუნველყოფის წესს.
კანონის პროექტი „უკრაინის ანტიმონოპოლიური კომიტეტის შესახებ“ უკრაინის კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ
კანონპროექტი მიმართულია უკრაინის ანტიმონოპოლიური კომიტეტის უფლებების გარკვეული შეზღუდვისკენ, რომელსაც უკრაინის კონსტიტუციის მოთხოვნათა დარღვევით მიეკუთვნა მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოებისა და სასამართლოებისთვის განსაზღვრული რიგი პროცესუალური უფლებებისა.