კანონის პროექტი უკრაინის სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში დამატებების შეტანის შესახებ
კანონპროექტით შემოთავაზებულია სახელმწიფო მოღვაწის მისამართით ცილისწამებების ფაქტზე განისაზღვროს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, რისთვისაც უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსს დაემატოს ახალი მუხლი 344-1.
კანონის პროექტი „საყოველთაო სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ უკრაინის კანონის მე-17, 30-ე მუხლებში ცვლილებების შეტანის შესახებ
აღნიშნული კანონპროექტი მიმართულია იმისკენ, რომ „საყოველთაო სამხედრო ვალდებულების და სამხედრო სამსახურის შესახებ“ უკრაინის კანონის შესამაბისი ნორმები მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში იქნას მოყვანილი, კერძოდ „სინდისის თავისუფლებისა და რელიგიური ორგანიზაციების შესახებ“ უკრაინის კანონთან.
კანონის პროექტი „სამხედრო მოსამსახურეებისა და შინაგან საქმეთა ორგანოების უფროსი და რიგითი შემადგენლობის და ზოგიერთი სხვა პირის საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ უკრაინის კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ
შემოთავაზებული კანონის პროექტის მიღების ამოცანას წარმოადგენს უკრაინის მოქმედი კონსტიტუციური კანონის ცალკეული ნორმის შეუსაბამობების კორექტირება, მისი დღევანდელ რეალიებთან შესაბამისობაში მოყვანა.
კანონის პროექტი უკრაინის მიწის კოდექსის „გარდამავალი დებულებების“ ნაწილი X პუნქტი 6-ში ცვლილებების შეტანის შესახებ
პროექტის მიზანს წარმოადგენს უკრაინაში რელიგიური ორგანიზაციებისა და ინვალიდების გაერთიენებების, როგორც სახელმწიფო და კომუნალური საკუთრების მიწის ნაკვეთების მუდმივ გამოყენებაზე უფლების მქონე სუბიექტების, უფლებების აღდგენა, რომელთაც ეს უფლება მიეცათ იჯარაზე უფლების მიწით მუდმივად სარგებლობის უფლებაზე გადაფორმების გზით.
პრეზიდენტის წინადადებები „უკრაინაში თავისუფალი გადაადგილებისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევანის შესახებ“ უკრაინის კანონის მე-3 მუხლში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით
კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს საკანონმდებლო ნორმების საზოგადოების ყველაზე დაუცველი ფენის ინტერესებთან, რეალიებთან შესაბამისობაში მოყვანა და განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილის არმქონე პირთა უფლებების უზრუნველყოფა.