კანონპროექტი „გადასახადის გადამხდელის მიერ ბიუჯეტის და სახელმწიფო მიზნობრივი ფონდების წინაშე არსებული ვალდებულებების დაფარვის წესის შესახებ“ უკრაინის კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ
კანონპროექტი ადგენს იურიდიული ან ფიზიკური პირების მიერ ბიუჯეტისა და სახელმწიფო მიზნობრივი ფონდების წინაშე არსებული მაკონტროლებელი ორგანოების მიერ გადასახადის გადამხდელისთვის გადასახადების და მოსაკრებლების, დარიცხვების, საურავის და საჯარიმო სანქციების სახით დაკისრებული დავალიანების დაფარვის წესს.
კანონის პროექტი „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ უკრაინის კანონში ცვლილებების შეტანის შესხებ
მოცემული პროექტი მოიცავს წინადადებებს სახანძრო უსაფრთხოების სფეროში საქმიანობის მოწესრიგების მიზნით „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ უკრაინის კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ. კერძოდ, ეს წინადადებები მიმართულია იმ დებულებების დაზუსტებისკენ, რომლებიც ეხება სახანძრო უსაფრთხოების დარგში კომპეტენციების, ასევე სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ვალდებულებების გამიჯნვას და სხვა.
კანონის პროექტი უკრაინის ზოგიერთ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ
კანონპროექტი მიმართულია იმისკენ, რომ „მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და საერთო წვდომის საინფორმაციო სისტემებით ფინანსური დაწესებულების საქმიანობის შესახებ წინასწარი შეცნობით ცრუ ან არასაწრმუნო ინფორმაციის გავრცელებისთვის...“ განისაზღვროს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.
დადგენილების პროექტი სააქციო და საჰოლდინგო კომპანიების საქმიანობაში სახელმწიფოს მონაწილეობის შეწყვეტის შესახებ უკრაინის კანონის პროექტის მომზადებასთან დაკავშირებთ მისაღები ზომების შესახებ
კანონპროექტით შემოთავაზებულია, ორი თვის განმავლობაში შემოწმდეს სახელმწიფო (ეროვნული) სააქციო და საჰოლდინგო კომპანიების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობა და დადგინდეს სახსრების მოცულობა, რომლებიც 2001-2002 წლებში ამ კომპანიებიდან უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტში შევიდა.
კანონის პროექტი უკრაინაში ფიზიკური პირებისთვის სახსრების დაბრუნების დროებითი სპეციალური წესის შემოღების შესახებ
აღნიშნული კანონი განსაზღვრავს უკრაინაში კაპიტალის დაბრუნების დროებით სპეციალურ წესს და სამართლებრივ პირობებს. აღნიშნული კანონის მიზანია — 1991-2003 წლებში უკრაინის მოქალაქეების მიერ შრომით მოპოვებული და უკრაინის საზღვრებს მიღმა არსებული სახსრების უკრაინაში დაბრუნება.
კანონის პროექტი „გაკოტრების შესახებ“ უკრაინის კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ
აღნიშნული კანონი განსაზღვრავს იურიდიული პირების არაგადამხდელუნარიან მევალეებად გამოცხადების, სანქციების გამოყენების, გაკოტრებულად აღიარების, ასევე, კრედიტორების მოთხოვნების დაკმაყოფილების მეთოდით სალიკვიდაციო პროცედურების ჩატარების პირობებს და წესებს.
კანონის პროექტი უკრაინის სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში დამატებების შეტანის შესახებ
კანონპროექტით შემოთავაზებულია სახელმწიფო მოღვაწის მისამართით ცილისწამებების ფაქტზე განისაზღვროს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, რისთვისაც უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსს დაემატოს ახალი მუხლი 344-1.
კანონის პროექტი „საყოველთაო სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ უკრაინის კანონის მე-17, 30-ე მუხლებში ცვლილებების შეტანის შესახებ
აღნიშნული კანონპროექტი მიმართულია იმისკენ, რომ „საყოველთაო სამხედრო ვალდებულების და სამხედრო სამსახურის შესახებ“ უკრაინის კანონის შესამაბისი ნორმები მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში იქნას მოყვანილი, კერძოდ „სინდისის თავისუფლებისა და რელიგიური ორგანიზაციების შესახებ“ უკრაინის კანონთან.
კანონის პროექტი „სამხედრო მოსამსახურეებისა და შინაგან საქმეთა ორგანოების უფროსი და რიგითი შემადგენლობის და ზოგიერთი სხვა პირის საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ უკრაინის კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ
შემოთავაზებული კანონის პროექტის მიღების ამოცანას წარმოადგენს უკრაინის მოქმედი კონსტიტუციური კანონის ცალკეული ნორმის შეუსაბამობების კორექტირება, მისი დღევანდელ რეალიებთან შესაბამისობაში მოყვანა.
კანონის პროექტი უკრაინის მიწის კოდექსის „გარდამავალი დებულებების“ ნაწილი X პუნქტი 6-ში ცვლილებების შეტანის შესახებ
პროექტის მიზანს წარმოადგენს უკრაინაში რელიგიური ორგანიზაციებისა და ინვალიდების გაერთიენებების, როგორც სახელმწიფო და კომუნალური საკუთრების მიწის ნაკვეთების მუდმივ გამოყენებაზე უფლების მქონე სუბიექტების, უფლებების აღდგენა, რომელთაც ეს უფლება მიეცათ იჯარაზე უფლების მიწით მუდმივად სარგებლობის უფლებაზე გადაფორმების გზით.
პრეზიდენტის წინადადებები „უკრაინაში თავისუფალი გადაადგილებისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევანის შესახებ“ უკრაინის კანონის მე-3 მუხლში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით
კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს საკანონმდებლო ნორმების საზოგადოების ყველაზე დაუცველი ფენის ინტერესებთან, რეალიებთან შესაბამისობაში მოყვანა და განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილის არმქონე პირთა უფლებების უზრუნველყოფა.
1
2 3 4 5