მერის თანამდებობის დაკავების მომენტიდან მუდმივად ვცდილობდი დიალოგის დამყარებას კიეველებთან, რომლებსაც ბევრი პრობლემა ჰქონდათ, უმეტეს შემთხვევაში ისინი ამ პრობლემებს დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებოდნენ და ქალაქის ხელისუფლებას ყველაფერი უნდა გაეკეთებინა მათი მოგვარებისთვის.
სხვადასხვა დროს გადაცემის წამყვანები იყვნენ ნიკიტა ბელსკი, დიმიტრი ჯანგიროვი, ოლგა სუმსკაია, ალექსანდრე კოლოდი.
პროგრამა შედგებოდა რამდენიმე ბლოკისაგან: პირველ რიგში, ანგარიშს ვაბარებდი წინა კვირის დასმულ კითხვებზე და თხოვნებზე. შემდეგ დიალოგი გვქონდა წამყვანთან: განვიხილავდით დედაქალაქის ცხოვრების აქტუალურ საკითხებს, ძალიან ხშირად ჟურნალისტები აწყობდნენ პირდაპირ ეთერს სტუდიაში კრეშჩატიკიდან, სადაც კიეველთა დიდი რაოდენობა იკრიბებოდა. ყველა მათგანს სურდათ მოეყოლათ თავიანთი პრობლემის შესახებ, დამესვა მათთვის საინტერესო კითხვები. მერე სტუდიაში შემოსულ ზარებს ვპასუხობდი. ეს საათი, ეთ წუთში გაფრინდებოდა ხოლმე, მისი მთავარი ამოცანა იყო რაც შეიძლება მეტ ადამიანთან ურთიერთობა, მათი კითხვებისა თუ თხოვნების მოსმენა.
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის რომ, ამ გადაცემის ჩანაწერი კი არა, პირდაპირი ეთერი გადიოდა ყოველთვის!
მნიშვნელოვანია აღინიშნოს კიდევ ერთი ფაქტი: ბევრი გადაცემის დროს ჩემთან ერთად მუშაობდნენ ჩემი მოადგილეებიც: მე წამყვანის და კიეველების კითხვებს ვპასუხობდი, ხოლო ისინი “ქოლ ცენტრში“ შემოსულ ზარებს. ყველას შეეძლო, მაგალითად, ჩემი პირველი მოადგილისთვის დაესვათ კითხვა - დაერეკათ ცხელ ხაზზე „15-51“ და მოეყოლათ თავიანთი პრობლემის შესახებ, ეკითხათ რაც აინტერესებდათ.
მე ვამაყობ, რომ გადაცემა „მერის საათი“ ჩამოვაყალიბე. ამის დასტური შეიძლება იყოს თუნდაც ის, რომ გადაცემების ჩანაწერი ეხლაც არის საჯარო წვდომაში და მათი ნახვა ნებისმიერს შეუძლია.