სათვალთვალო ბორბალი


„გვერდიდან რომ შეგეხედა, იფიქრებდი, რომ ადამიანები ჰაერში მოცურავენ“, - აღნიშნავდა პროექტის ავტორი, არქიტექტორი ვალერი შევჩენკო.

ტექნიკური მიზეზების გამო ბოლო მომენტში არ განხორციელდა

თავიდან მისი აშენება მარიინსკის პარკში იგეგმებოდა, მაგრამ მეწყერის ჩამოწოლის საშიშროების გამო იდეაზე უარის თქმა მოგვიწია. ასევე განიხილებოდა ადგილები საფოსტო მოედანზე ან სტარონავოდნიცკის პარკში, რომელიც არც თუ ისე შორს არის ასკოლდის საფლავთან და ხალხთა მეგობრობის თაღთან.

გაეცა ბრძანება მშენებლობაზე და იყო ნაპოვნი ინვესტორი.

ქალაქის ლანდშაფტის დათვალიერების ობიექტის დამონტაჟებისა და ექსპლუატაციის დამკვეთი უნდა ყოფილიყო კომერციული ორგანიზაცია „კიესზელენსტროი“.

ასევე განიხილებოდა დედაქალაქის თავზე ტურისტული საბაგირო ქსელის შექმნის იდეა. ესკიზი მზად იყო.

იგეგმებოდა, რომ კოშკიდან ხრეშჩატის პარკში გონდოლების მიმღებ პუნქტამდე, წამოვიდოდა ოთხი 250 მეტრიანი საბაგირო, რომლებიც განთავსდებოდა ვლადიმირსკაიას გორაკზე, ევროპის მოედანზე, მარიინსკის პარკში, მარცხენა სანაპიროზე. პროექტი ითვალისწინებდა, 24 ადამიანზე გათვლილ გამჭვირვალე გონდოლას. ასევე გამჭვირვალე იქნებოდა მინაბოჭკოვანი კაბელები, რომლებზეც მისაბმელიანი გონდოლები 4 მ/წმ სიჩქარით იმოძრავებდნენ.

პირველი გაჩერება საბაგირო გზის გასწვრივ იქნებოდა ევროპის მოედანზე, შემდეგ ვლადიმირსკაია გორაკზე, მარიინსკის პარკში და ტრუხანოვის კუნძულზე.

თვითონ კოშკზე შეიძლება ყოფილიყო რესტორანი, გადასახედი აივანი, ქვევით -კულტურული ცენტრი. პროექტის ღირებულება დაახლოებით 200 მილიონი დოლარი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მშენებლობისთვის ჩვენ ვგეგმავდით ინვესტორების მოძიებას, რომლებიც შემდგომ თვითონვე აიღებდნენ ატრაქციონის გაყიდული ბილეთებიდან შემოსულ თანხას, ჩვენ კიდე გავუწევდით კონტროლს იმას, რომ ბილეთების საფასური ყოფილიყო მისაღები კიევის მოქალაქეებისთვის. 

დაუბრუნდით პროექტებს