კანონის პროექტი „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების პრივატიზების დროებითი აკრძალვის შესახებ“ უკრაინის კანონის 1-ელ მუხლში ცვლილებების შეტანის შესახებ
კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების პრივატიზების დროებითი აკრძალვის შესახებ“ უკრაინის კანონის მიღებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი ზოგიერთი პრობლების დარეგულირება. შემოთავაზებული კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს არასაცხოვრებელი შენობების პრივატეზებაზე ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებების რეალიზებას.
დასკვნა „უკრაინის ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში დამატებების შეტანის შესახებ“ უკრაინის კანონის პროექტზე
კანონპროექტი მიზნად ისახავს ადამიანის ემბრიონის უჯრედებით უკანონო ვაჭრობასთან ბრძოლის გააქტიურებას „ორგანოთა და ადამიანის სხვა ანატომიური მასალის ტრანსპლატნაციის შესახებ“ უკრაინის კანონის მე-19 და უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლებში ცვლილებების შეტანის გზით.
კანონის პროექტი „უკრაინაში ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ უკრაინის კანონის მე-12 მუხლში დამატების შეტანის შესახებ
კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს ადგილობრივი დემოკრატიისათვის საფრთხის დაძლევა, შესაძლებლობათა თანასწორობის უზრუნველყოფა სოფლის, დაბის, ქალაქის თავის კანდიდატებისთვის საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად უკრაინის სახელმწიფოს განვითარების მიმდინარე სტადიის და საარჩევნო პროცესის თავისებურებების გათვალისწინებით.
კანონის პროექტი სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს ნორმების შესამაბისად უკრაინაში სახელმწიფოს ყველა შტოს თანამდებობის პირთა შენახვასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგების შესახებ
კანონპროექტით შემოთავაზებულია აქციონირებული და პრივატიზებული იქნას უკრაინის სახელმწიფო ხელისუფლების ცენტრალური ორგანოების განკარგულებაში არსებული საწარმოები; გაუქმდეს უკრაინის ყველა ნორმატიული აქტი, რომლითაც აღნიშნული ორგანოების თანამდებობის პირებისთვის დადგენილია პირადი შეღავათები და პრივილეგიები და სხვა
კანონის პროექტი უკრაინაში ხელისუფლების ყველა შტოს თანამდებობის პირებისთვის შეღავათებისა და პრივილეგიების გაუქმების შესახებ
კანონპროექტით შემოთავაზებულია: სახელმწიფოს უმაღლესი ორგანოების, აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოების განკარგულებაში არსებული დასვენებისა და სამკურნალო დაწესებულებების, საუწყებო საწარმოების აქციონირება და პრივატიზება; გაუქმდეს ყველა ნორმატიული აქტი, რომლითაც ამ ორგანოების თანამდებობის პირთათვის დადგენილია პერსონალური შეღავათები და პრივილეგიები.
კანონის პროექტი „ფიზიკური პირების შემოსავალზე დაწესებული გადასახადის შესახებ“უკრაინის კანონში დამატების შეტანის შესახებ
კანონპროექტით შემოთავაზებულია შეთანხმებული იქნას დებულებები აღნიშნული კანონის 4.2.12 და 9.2.1-9.2.2 პუნქტების ძალაში შესვლის შესახებ, რომლებიც არეგულირებენ მოქალაქეთა საბანკო დეპოზიტზე (ანაბარი), არასაბანკო საფინანსო დაწესებულებებში შენატანზე და მისთ. დარიცხული პროცენტის სახით მიღებულ შემოსავალზე გადასახადის დაწესების წესს.
კანონის პროექტი „ბანკებისა და საბანკო საქმიანობის შესახებ“ უკრაინის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
კანონპროექტში შემოთავაზებულია შეტანილი იქნას ცვლილება ტერმინთან „არსებითი მონაწილეობა“ დაკავშირებით; გაუქმდეს უკრაინის ეროვნული ბანკის (უებ) ნებართვა არსებითი მონაწილეობის მიღებაზე; ბანკის კლიენტებს არ მიეწოდოს ინფორმაცია პირებზე, რომელთაც ბანკში აქვთ არსებითი მონაწილეობა; შემოღებული იქნას დამატებითი შეზღუდვები ბანკის მიერ კომერციული საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის გაცემაზე.
კანონის პროექტი ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
პროექტით, კერძოდ, იცვლება ზემოქმედების ზომების გამოყენების წესი იმ ბანკების ან სხვა პირთა მიმართ, რომლებიც შესაძლოა წარმოადგენდნენ უკრაინის ეროვნული ბანკის შემოწმების ობიექტს საბანკო კანონმდებლობის დარღვევის ან ისეთი სარისკო ოპერაციების განხორციელების გამო, რომლებიც ემუქრება მეანაბრეების ან ბანკის სხვა კრედიტორების ინტერესებს.
კანონის პროექტი „იპოთეკური დაკრედიტების, კონსოლიდირებულ იპოთეკურ ვალთან დაკავშირებული ოპერაციებისა და იპოთეკური სერტიფიკატების შესახებ“ უკრაინის კანონის მე-3 მუხლში ცვლილებების შეტანის შესახებ
პროექტით შემოთავაზებულია მოიხსნას „იპოთეკური დაკრედიტების, კონსოლიდირებულ იპოთეკურ ვალთან დაკავშირებული ოპერაციებისა და იპოთეკური სერტიფიკატების შესახებ“ უკრაინის კანონის მე-3 მუხლში ცვლილებების შეტანის შესახებ“ უკრაინის კანონის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი შეზრუდვები, რომლთა თანახმად იპოთეკური სესხის მაქსიმალური ოდენობა არ შეიძლება აღემატებოდეს იპოთეკის საგნის შეფასებითი ღირებულების 70 %-ს.
კანონის პროექტი „ბანკებისა და საბანკო საქმიანობის შესახებ“ უკრაინის კანონში დამატებების შეტანის შესახებ
კანონპროექტში შემოთავაზებულია ბანკების შემოწმების განხორციელების ზოგიერთი ასპექტი დარეგულირდეს „ბანკებისა და საბანკო საქმიანობის შესახებ“ უკრაინის კანონის 71-ე მუხლში დამატებების შეტანის გზით. შემოთავაზებულია დაწესდეს ბანკების შემოწმების ზუსტი ვადა, მოთხოვნები, დაკავშირებული ეროვნული ბანკის და სხვა მაკონტროლებელი ორგანოების მიერ ბანკების შემოწმებებს შორის არსებულ შეუსაბამობებთან.
კანონის პროექტი უკრაინის ზოგიერთ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
კანონპროექტი მიმართულია უკრაინის სამოქალაქო კოდექსის 1074-ე მუხლს და უკრაინის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს შორის, ასევე „სააღსრულებო წარმოების შესახებ“, „გადასახადის გადამხდელთა მიერ საბიუჯეტო და სახელმწიფო მიზნობრივი ფონდების მიმართ არსებული დავალიანების დაფარვის წესის შესახებ“ და უკრაინის სხვა კანონებს შორის შეუსაბამობების დარეგულირებისკენ.
1
2
3 4 5