კანონის პროექტი ადმინისტრაციული დარღვევების შესახებ უკრაინის კოდექსში დამატების შეტანის შესახებ
პროექტით შემოთავაზებულია ნორმატიულ-სამართლებრივი აქტების რეგისტრაციასთან დაკავშირებული უკრაინის კანონმდებლობის მოთხოვნათა შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზნით შეტანილ იქნას ცვლილებები ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესხებ უკრაინის კოდექსში.
კანონის პროექტი უკრაინის სამეურნეო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
პროექტით შემოთავაზებულია უკრაინის სამეურნეო საპროცესო კოდექსში შეტანილი იქნას ცვლილებები, რომლებიც სრულყოფენ დადგენილებების ან უკრაინის უმაღლესი სამეურნეო სასამართლოს დადგენილებების საკასაციო წესით გადახედვის წესს, კერძოდ, ითვალისწინებენ მასში დავის მხარეთა წარმომადგენლების მონაწილეობას და სარჩელის უზრუნველყოფის წესს.
კანონის პროექტი „უკრაინის ანტიმონოპოლიური კომიტეტის შესახებ“ უკრაინის კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ
კანონპროექტი მიმართულია უკრაინის ანტიმონოპოლიური კომიტეტის უფლებების გარკვეული შეზღუდვისკენ, რომელსაც უკრაინის კონსტიტუციის მოთხოვნათა დარღვევით მიეკუთვნა მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოებისა და სასამართლოებისთვის განსაზღვრული რიგი პროცესუალური უფლებებისა.
1 2 3 4
5